-
2019-09-23 15:00
საქართველოს ფოსტა განცხადებას ავრცელებს, სადაც მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა, თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ:
"ინტერნეტსივრცეში საქართველოს ფოსტის სახელით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია სხვადასხვა გათამაშების შესახებ. აღნიშნული ფაქტი გახლავთ სიცრუე! რომელიც ემსახურება თაღლითური გზით თანხის გამოძალვას და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას! გთხოვთ ერიდოთ მსგავსი ტიპის ბმულებებს, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი! არ გადახვიდეთ უცხო პირების მიერ გამოგზავნილ ბმულებზე და არ გახსნათ უცხო პირების მიერ გამოგზავნილი ფაილები. ნებისმიერი მსგავსი შეტყობინების მიღებისას გადაამოწმეთ მისი ავთენტურობა საქართველოს ფოსტის გვერდზე gpost.ge."