ქვეყნის პრეზიდენტმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
ოთხმეზურებმა ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მედიისგან გაიგო. ასლან ბეჟანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. მისი დაკავება საბოლოოდ მაინც მოხერხდა. დავით ოთხმეზური 2004 წელს პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს. ასლან ბეჟანიძე 12 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.