-
2019-09-16 14:52
2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა.
2019 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 393.6 ლარი (წლიური ზრდა – 0.4 პროცენტი)
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 900.4 ლარი (წლიური ზრდა – 6.0 პროცენტი)
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 806.4 ლარი (წლიური ზრდა – 5.6 პროცენტი)
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38