
ფილმ "ფორსაჟის" მე-9 სერიის გადაღებებმა მანგლისში გადაინაცვლა.
საავტომობილო გზების ინფორმაციით, თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის კმ4-კმ7 მონაკვეთი ხვალიდან დროებით ჩაიკეტება.
"მონაკვეთი ჩაიკეტება 2019 წლის 17 და 18 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით," – ნათქვამია განცხადებაში.