-
2019-09-12 11:59
საქართველოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მედლინ მუნი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.