-
2015-06-28 04:22
ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ გაუჩინარებული ვეფხვი, ჯერჯერობით, არ ჩანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცოცხალია.
მისივე თქმით, ზოლიანი აფთარი, რომელსაც ასევე, ეძებდნენ, უკვე ნაპოვნია: მისი მძორი შლამში იპოვეს. ამასთან, ზურაბ გურიელიძე პასუხობს იმ აბსურდულ ბრალდებებსაც, რამაც მისი მისამართით გაიჟღერა იმის შესახებ, რომ ზოოპარკში არარეგისტრირებული ცხოველები ჰყავდათ. დირექტორი ამბობს, რომ არ ესმის, რაში სჭირდება ზოოპარკს არარეგისტრირებული ცხოველები ან "უჩუმრად" როგორ უნდა ჰყოლოდათ, ვთქვათ, ისეთი ცხოველი, როგორიც ვეფხვია.