პორტალ „კვირას“ ბაზაზე ახალი ვებგვერდი – az.kvira.ge შეიქმნა (ვიდეო)

Image

საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ ბაზაზე შეიქმნა ახალი ვებგვერდი – az.kvira.ge, სადაც ყოველდღიურად აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნება ის მიმდინარე სიახლეები, რომლებიც პორტალ “კვირაზე” განთავსდება.

 

ამის შესახებ ანალიტიკური პორტალის პრესკლუბში “კვირას” რედაქტორებმა – ინგა ქვარცხავამ და ანი შენგელიამ, ასევე აზერბაიჯანული „კვირას“ რედაქტორმა აზერ ალიევმა განაცხადეს.

 

“აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნება და განთავსდება ყველა ის სიახლე, რაც ქართულენოვანი პორტალის გვერდზე დაიდება. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ასეთი ვებგვერდის არსებობის მნიშვნელობა, რადგან საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამასთანავე, საქართველოში ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს და მათ დღეიდან ჩვენი პორტალის მეშვეობით საშუალება მიეცემათ, მათთვის გასაგებ ენაზე გაეცნონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა სფეროებში არსებულ მოვლენებს. ვებგვერდის ჟურნალისტები სისტემატურად ესტუმრებიან იმ რეგიონებს, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნობიან”, – განაცხადა ანი შენგელიამ.

 

აზერ ალიევის განმარტებით კი, საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო საშუალების არსებობა მნიშვნელოვანია.

 

“საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო საშუალების არსებობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან საქართველოში ცხოვრობენ ამ ეროვნების მოქალაქეები. ამასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის საქართველოს მეზობელი, სტრატეგიული პარტნიორი. აზერბაიჯანისთვისაც საკმაოდ საინტერესოა საქართველოში მომხდარი ამბები”, – განაცხადა აზერ ალიევმა.

 

თავის მხრივ, ინგა ქვარცხავამ ანალიტიკური პორტალის მომავალ გეგმებზე და მის აქტივობებზე ისაუბრა.

 

„კვირა“ ქართულ მედიაბაზარზე თითქმის 2 წელია, რაც გამოჩნდა. პორტალი ყოველდღიურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, მსოფლიო, კულტურულ, სპორტულ და სხვა სიახლეებს. ცოტა ხნის წინ პორტალის ბაზაზე შეიქმნა პრესკლუბი, სადაც დღის განმავლობაში დაახლოებით 3 პრესკონფერენცია ტარდება.

 

„კვირას“ აქვს დამატება – კვირა+, რომელიც უფრო მეტად გასართობი ვებგვერდია. აღსანიშნავია, რომ პორტალი უახლოეს პერიოდში გეგმავს პორტალის სომხური ვერსიის დამატების შექმნას. საქართველოში, ისევე როგორც ეთნიკური აზერბაიჯანელები, მრავლად არიან სომეხი ეროვნების მოქალაქეები. მათაც ხშირად აქვთ იდენტური პრობლემები. სომხურენოვანი „კვირა“ დაეხმარება მათ ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევაში. შესაბამისად, სულ მალე პორტალი სამხრეთ კავკასიის რეგიონებს მოიცავს და, დარწმუნებული ვარ, მას მალე ერთგული მკითხველი ეყოლება”, – განაცხადა ინგა ქვარცხავამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !