
სამი წლის გოგონა ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის მეათე სართულიდან გადმოვარდა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო "პირWელი" ავრცელებს.
ბათუმის სამაშველო სამსახურის უფროსმა ჰუსეინ სირაბიძემ სააგენტოს განუცხადა, რომ სამი წლის გოგონა მშობლებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, აბაზანის ფანჯრიდან გადმოვარდა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საპატრულო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.