
ტუნისში, კუვეიტსა და საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების გამო მედიასაშუალებებმა 26 ივნისი "ტერორის დღედ" მონათლეს. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ღებულობს კლინიკა ტუნისში, ტერაქტის შედეგად დაზარალებულებს.
ბოლო ინფორმაციით, ტუნისის ქალაქ სუსში, პოპულარულ საკურორტო ზონაში, სასტუმრო Riu Imperial Marhaba 5*-ზე ტერორისტთა თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 30-დე გაიზარდა. დამსვენებელთა უმრავლესობას დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები შეადგენდნენ. დაჭრილებს შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა.