-
2015-06-20 23:55
ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოდესაში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში „დეჟა ვუ“ განიცადა.
„პოლიციის ახალ უფროსთან ერთად ჩამოვედი და აბსოლუტური დეჟა ვუს გრძნობა მაქვს. აქ დაგხვდნენ სწორედ ის „კანონიერი ქურდები“, რომლებიც საქართველოდან გამოვაძევეთ. ახლა მათ აქედანაც მოუწევთ ხელმეორე დეპორტაცია“, - აღნიშნა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა პიარსვლა არ იყო: „მანამდე ვიმგზავრებ საზოგადოებრივი ტრანსპორტით პერიოდულად, სანამ არ დავრწმუნდები, რომ გზებს აკეთებენ“, - აღნიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02