
საქართველოს ექსპრემიერი, საზოგადოება "მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სტიქიის შედეგებს ორი დღის შემდეგ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად მისი ბიზნესცენტრიც დაზიანდა.
„მდინარის მილში ჩაგდება, მთის მდინარის, ძალიან სერიოზულ კითხვებს იწვევს. ექსპერტებმა საბოლოოდ უნდა დაადგინონ, მაგრამ, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არასწორი იყო, როდესაც ის მილებში გაატარეს და ამან გამოიწვია ეს. ალბათ, მაინც იქნებოდა უბედურება, ახლა ამას ვერავინ ვერ აწონის - იმ შემთხვევაში, თუ მილებში არ იქნებოდა და მდინარე თავის კალაპოტში ივლიდა, რა მოხდებოდა.
მაგალითად, ბოტანიკურ ბაღში ჩამომავალი მდინარე - ისიც მთის მდინარეა - იქაც, თუ ხართ ნამყოფი ბიზნესცენტრის უკან, დიდი აუზი მქონდა მე, მთლიანად შემოვარდა იქ და გადასილულია ისიც“.
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ "ფორბსის" ფოტოს, სადაც სწორედ ეს ადგილია აღბეჭდილი (ფოტო არ უკავშირდება 13 ივნისის წყალდიდობას და მანამდეა გადაღებული).