"ტალახიანი თაობისგან" ახალ-ახალი კრეატივი მოდის. უფასო ტაქსის, წარწერებიანი ბუტერბროდების, ტელეფონის დამტენების უფასო სერვისის შემდეგ თბილისის ქუჩებში კიდევ ერთი ჯგუფი გამოჩნდა.
"მზიურის", ზოოპარკის, სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დღეებში გამოჩენილ ბიჭებს ერთ ხელში ყვავილების თაიგული, მეორეში კი ტრაფარეტი: "ტალახიანი გოგოებისთვის" ეჭირათ.