
„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ოფისში პროკურატურის მუშაობის ტემპით კმაყოფილია, მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ წყაროს, ვისგანაც ჩანაწერები მიიღეს, თავად ვერ დაასახელებს.
ეს კომენტარი ნიკა გვარამიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, პროკურატურამ იმ წყაროს დასახელება მოითხოვოს, რომელმაც „რუსთავი2“-ს ფარული ჩანაწერები მიაწოდა.
„ჩვენ კმაყოფილი ვართ ოფისში პროკურატურის მუსაობით, მაგრამ თუ ეს ტანამშრომლობა აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ წყარო უნდა დავასახელოთ, ნიკა გვარამია ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან ეს არ არის ნიკა გვარამიას წყარო, ეს არის ჟურნალისტის წყარო, რომლის მხრიდან წყაროს გაუხსნელობა გათვალისწინებულია კანონით და ამ კონფიდენციალურობას იცავს“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.