
ოზურგეთის გამგეობის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი ლია ქათამაძე, რომელიც ოზურგეთის საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს, ერთი საათის წინ გარდაიცვალა, მისი 5 წლის შვილიშვილი საწრაფოდ გადაიყვანეს ბათუმში.
ინფორმაციას ამის შესახებ „გურიის მოამბე“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ ლია ქათამაძის გარდაცვალების მიზეზი იატაკის საწმენდი ქიმიური საშუალება გახდა, რამაც მისი 5 წლის შვილიშვილიც მოწამლა. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოში.