ხელვაჩაურში ეკლესია ჩამოინგრა, ნანგრევებქვეშ მოყოლილი ოთხიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს

Image

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ეკლესია ჩამოინგრა. ნანგრევებქვეშ ოთხი ადამიანი მოყვა. აქედან ორი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. სავარაუდოდ, ნანგრევებსი დარჩენილი ორი ადამიანიც ცოცხალია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც  შემთხვევის ადგილზე მყოფ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმმა, იამზე ივანიაძემ განუცხადა, ორივე დაშავებულის სიცოცხლეს  საფრთხე არ ექმუქრება. მისივე განმარტებით, ერთ-ერთ დაშავებულს აქვს კიდურების ტრავმა, მეორეს კი  - ბარძაყის ძვლის მოტეხილობა.

 

ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ორი ადამიანი ცოცხალია. 

 

სოფელ ახალსოფელში იმყოფებიან სასულიერო პირები და ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. ეკლესიასთან შეკრებილია ახალსოფლის მოსახლეობა. 

 

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეოთხე წელია შენდება. ეკლესიის გუმბათი მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა ნაგებობას საყრდენი ბოძები გამოაცალეს.

 

"ინტერპრესნიუსის" ფოტოები

 

 

xelvach.jpg

 

xelvach1.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?