
ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით დაღელაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს მოქალაქეებთან შეხვედრას. დღევანდელ შეხვედრაზე მოქალაქეებმა გამგებელს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან მკურნალობის, მედიკამენტების და ოპერაციის დაფინანსებაზე შუამდგომლობის გაწევის თხოვნით მომართეს.
ასევე, გამგეობას კვლავ მომართეს მოქალაქეებმა გაზიფიცირებისთვის საჭირო თანხის დაფინანსების და გამგეობის მიერ შ.პ.ს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოების საფასურის ანაზღაურებაზე შუამდგომლობის თხოვნით.
მოქალაქეთა მომართვების სტატისტიკური ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ უმრავლესობისთვის ძირითად პრობლემად კვლავ ავარიული სახლების (კედლების) კაპიტალური გამაგრება რჩება. გამგებელმა თითოეული მათგანის პრობლემა განიხილა და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.