
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო ნომრად 5-ანის მინიჭების საკითხის გაურკვევლობას „ფეისბუქით“ ეხმიანება.
„დღეს ვკითხულობ ნაცმოძრაობამ 5 იანს გვართმევენ მაგრამ სასამართლოში წავალთ და ვიბრძოლებთო. მერე კომენტარები გააკეთა ხალხმა სერიოზული სახით, ეს რა ორმაგი სტანდარტებია, თქვენ რომ 7 იანი წაგართვეს ხომ აპროტესტებდით და ეხლა გახდა კანონერიო?
მერე ბაქრაძემ თქვა ჩვენ სწორად წავართვით საპარლამენტო არჩევნები განსხვავებულია, და აი ჩვენ უკანონოდ წაგვართვესო. ხოდა სიმართლე კი ის არის, რომ:
1. ჩვენ უკანონდ წაგვართვეს 7 - 2012 ში.
2. ამათთვის არავის არაფერი წაურთმევია, იმიტომ რომ საკითხი არც განხილულა. არ განხილულა საერთოდ.
3. ამათ წერილი გაგზავნეს და პასუხად ერთი ადამიანის პირადი აზრი მიიღეს არ გეკუთნითო. პირადი აზრი. მე მგონი, რომ კომისიის თავმჯდომარეს არ უნდა მიეწერა და უნდა ეთქვა კომისია იმსჯელებს ამ საკითხზეო, მაგრამ რომ მოწერა, მისი აზრი კანონი არ არის და არც გადაწყვეტილებად ქცევის აბსოლუტური საფუძველი. მას ერთი ხმა აქვს და საკუთარ აზრს გამოხატავს.
4. გეკუთვნით და დაგრჩებათ 5 -ანი, პოლიტიკურად ეს ჩვენ გვაწყობს ყველაზე მეტად, ისეთი დაწყევლილია ქართველი ხალხის მიერ ეს ნომერი, იციან რომ ხელი აღარასოდეს უნდა გაექცეთ მის შემოსახაზად. როგორც მურმანმა თქვა, ხელი გაუხმებათ.
5. მერე როცა იკითხავთ, რა მნიშვენლობა აქვს, ვინ ამბობს ფაქტზე უპასუხეთო, მუდამ რომ გეტყვიან თქვენს ნათქვამ ვერც ერთ სიტყვას ფაქტად ვერ მივიღებთო და ყველაფერი უნდა გადამოწმდესო, ნუ გეწყინებათ. ნუ, პრინციპში გეწყინოთ, არა უშავს. გაგებას ნუ მოითხოვთ. ესაა ჩემი კომენტარი“, - წერს ხიდაშელი.