
დღეს უნდა გაირკვეს დარჩება თუ არა პატიმრობაში დავით კეზერაშვილი. საფრანგეთში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. განიხილება ექსტრადიციის დეტალებიც.
დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს გაათავისუფლებენ.
დავით კეზერაშვილი, ფრანგმა სამართალდამცავებმა 14 ოქტომბერს, ნიცაში დააკაევს, იგი ორ საქმესთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე იძებნებოდა.
საქართველოს პროკურატურამ, ყოფილი მინისტრის ექსტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტები პარიზში უკვე გადააგზავნა. კეზერაშვილს თებერვლის ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა, ტელეკომპანია „იმედის“ საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა. ამასთანავე, კეზერაშვილს დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.