
ხვალ გადაწყდება, გაიმარჯვებს თუ არა ტენდერში კომპანია „ალგორითმი“, რომელსაც არამარტო ნეთბუქების წარმოების წარსულის გამოცდილება, არამედ აწმყოშიც ყოვლად თანამედროვე ბაზა აქვს, რათა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოასწროს ქართული ნეთბუქების ასაწყობად მომზადება.
„ალგორითმსა“ და კიდევ ერთ კომპანიას შორის არჩევანს სატენდერო კომისია 9 ივლისს გააკეთებს. ალგორითმის“ ხელმძღვანელი გიორგი კორახაშვილი კომპანიის მიერ განვლილ გზას იხსენებს და მის პროდუქციას ახასიათებს. ბიზნესმენი ხაზს უსვამს, რატომ უნდა მიენიჭოს უპირატესობა კომპანია „ალგორითმის“ მიერ შექმნილ, უსაფრთხო ნეთბუქებს:
„მახსოვს, როდესაც „ალგორითმის“ ქარხანა გაიხსნა „ინტელთან“ ერთად, შოკში იყო მთელი რუსეთი, აზებაიჯანი. შოკში იყვნენ ევროპელები - „ინტელის“ სამი ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ჩვენს საწარმოს, რომელსაც გავლილი აქვს ყველა საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიცირება, ერთადერთი ელექტრონული პროდუქციის მწარმოებელია კავკასიაში, რომელსაც გააჩნია EC სერტიფიკატი, რაც უზრუნველყოფს მის რეალიზებას ევროკავშირის ქვეყნებში.
შპს „ალგორითმმა“ გადაწყვიტა უფრო მასშტაბური საქმიანობა განეხორციელებინა და დაიწყო კომპიუტერული ტექნიკის წარმოება. საწარმო ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. კომპანია თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Intel, Microsoft, Lenovo და სხვ. საწარმოს კომპანია Microsoft -ისგან მინიჭებული აქვს DOEM სტატუსი, რაც გულისხმობს, რომ კომპანიას შეუძლია საბითმო ფასებში შეიძინოს ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა.
სექტემბრის თვეში კომპანიამ მოიპოვა ISO-9001:2008 სერტიფიკატი, რაც გულისხმობს, რომ შპს „ალგორითმი“-ს საწარმო შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, კომპანია აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და რესურსით, რაც დადგენილია მსოფლიო მასშტაბით.
ნოემბრის თვეში კომპანიამ მონაწილეობა მიიღო კიბერუსაფრთხოების თემაზე გამართულ ყოველწლიურ gITi კონფერენციაზე, რომელიც უკვე მეოთხე წელია, რაც დაინერგა ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნულ კონფერენციაზე შპს „ალგორითმმა“ მიიღო ჯილდო ნომინაციაში “The Best IT Education”.
საწარმომ გახსნისთანავე განახორციელა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი „პრეზიდენტის საჩუქარი ყველა პირველკლასელს“ და უმოკლეს ვადაში ააწყო 60 000 ნეთბუქი. საწარმოს ესტუმრნენ პირველკლასელები და დაესწრნენ ნეთბუქების აწყობის პროცესს. ნეთბუქები გამოირჩევა ხარისხით, რაზეც მეტყველებს წუნის რაოდენობა: დამზადებული 60 000 ნეთბუქიდან წუნი მხოლოდ 1%-ია.
კომპანია ნეთბუქების გარდა ასევე აწარმოებს პერსონალურ კომპიუტერებს, ნოუთბუქებს. კომპანია უმოკლეს ვადაში გეგმავს გამოუშვას ხელის კომპიუტერებიც, რომლებიც მალე კომპანიის მაღაზიათა ქსელშიც გამოჩნდება. კომპანია ასევე აპირებს გასცდეს საქართველოს ფარგლებს და საკუთარი პროდუქცია გაიტანოს საზღვარგარეთ. საწარმოს უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ამ თემასთან დაკავშირებით.
საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, რომელთა კვალიფიკაციაზეც ზრუნავენ, როგორც საწარმოს ადმინისტრაცია, ასევე პარტნიორი კომპანიებიც. კომპანიაში ხშირად ტარდება ტრეინინგები თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ასამაღლებლად. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასახელდა წლის საუკეთესო კომპანიად 2012 წ.
მინდა, რომ ბავშვებმა მიიღონ სწავლის პირველივე დღესვე ინტელის მიერ რეკომენდირებული, დაცული ყველანაირი საუკეთესო პირობებით ბუქები, ნუ დაუდებთ ბავშვებს პროდუქტს, რომელიც არც ერთი საერთაშორისო სტანდარტებით არაა რეკომენდირებული პირველკლასელებისთვის, ამის შედეგს, სამწუხაროდ ძალიან მალე მივიღებთ, ნუ დავაყენებთ ბავშვების მომავალს საფრთხის ქვეშ.
აქვე გთავაზობთ ახალი დიზაინის და მოდიფიკაციის ჩვენს პროდუქტს, რომელსაც გავლილი აქვს აბსოლუტურად ყველა მსოფლიო სტანდარტები, სამწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ყველაზე უსაფრთხო პროდუქტია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, ეს პროდუქტი უძლებს დარტყმას, ჩამოგდებას, კუთხეები აქვს სპეციალურად მომრგვალებული, წყალგაუმტარია, რაც აუცლებელი პირობაა ბავშვის დაცვისთვის (დენის გადატანა კორპუსზე), კიდევ ერთხელ ვითხოვ, ნორმალურად შეაფასონ, რასთან აქვთ საქმე, ნუ დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ ბავშვების ჯანმრთელობას იმისთვის, რომ დღეს მცირე ეკონომია გააკეთოთ.
„ალგორითმს“, რომელიც 25 წელია, საქართველოში ოპერირებს, შემოყვანილი ჰყავს მსოფლიო ბრენდები და, რაც მთავარია, ქართული წარმოების ბრილიანტი, მსოფლიო სტანდარტების ელექტრონული ტექნიკა. დღეს კომპანია, ფაქტობრივად, გაჩერებულია.
შანსია, რომ ავამუშაოთ საქართველოსთვის, დავასაქმოთ ისევ 150 კაცამდე მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერი და ვფიქრობ, ეს ქართული წარმოების ხელშეწყობისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნება, მით უმეტეს, რომ 2014 წელი მთავრობის მიერ გამოცხადებულია ქართული წარმოების წლად“, - ამბობს გიორგი კორახაშვილი.