
მსოფლიოს უდიდესი სასმელების კომპანია Coca Cola აცხადებს, რომ აპირებს სასმელის შემადგენლობიდან ამოიღონ კოკა-კოლას შემადგენელი ერთ-ერთი ინგრედიენტი, რომელიც მომხმარებელთა შეშფოთებას იწვევს.
როგორც BBC იუწყება, საუბარია ბრომირებულ მცენარეულ ზეთზე, რომელიც გამოიყენება, როგორც გემოს სტაბილიზატორი, ასევე გამოიყენება შემადგენელი მასალების აალების საწინააღმდეგოდ.
კომპანია “კოკა-კოლის” წარმომადგენლის ჯოშ გოლდის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა განპირობებული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან მისი შემადგენელი კომპონენტები დაცულია საერთაშორისო დონეზე.
კომპანიისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საბაბი, მომხმარებლების მხრიდან აღნიშნული მასალით გამოწვეული მზარდი შეშფოთება გახდა.
პეტიციას ბრომირებული მცენარეული ზეთის ამოღების შესახებ ხელი რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოაწერა.
კოკა-კოლასთან ერთად ამ საკვები სტაბილიზატორ E443-ის გამოყენებაზე უარს უახლოეს მომავალში „პეპსი-კოლაც“ იტყვის.