-
2019-07-26 09:43
ეროვნულმა ვალუტამ ახალი ანტირეკორდი მოხსნა. ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულება უკვე 2.9171 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9010 შეადგენდა.
აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -1.61 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2496 ლარია, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.2343 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.53 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5105 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6452 ლარი ეღირება.
9 ივლისს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობისას ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1 დღეში 7 თეთრით გაუფასურდა. 10 ივლისს სებ-მა შემდეგი კურსი დაადგინა: 1 აშშ დოლარი 2.9096 ლარი.
10 ივლისს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება რუსეთის ფაქტორს და ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებას დაუკავშირა.
ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 25 ივნისიდან დაიწყო, როცა ლარი დოლართან და ევროსთან 4 თეთრით გაუფასურდა.