
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "კურიერში" ჩართვის დროს განაცხადა, რომ როგორც შსს-ს ყოფილმა ოპერატიულმა მუშაკმა, ერეკლე კოდუამ სთხოვა, მისი მეშვეობით მიაწოდოს შსს-ს აბაშიძის ქუჩაზე მდებარე იმ რვა სათვალთვალო კამერის სქემა, რომლებსაც შეეძლო მომხდარი თავდასხმა გადაეღო.
„თავდასხმა მოხდა შუა აბაშიძეზე, დღისით-მზისით, სადაც ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან და გამოდის, რომ ნოშიკო ნამორაძე რომ არ ჩაბარებულიყო, შსს-მ ეს რვა კამერაც ვერ იპოვა.
ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ქალაქში დაიწყება ორმხრივი სროლები, რადგან ქუჩაში დადიან შავებში, ერთნაირ ტანსაცმელში ჩაცმული, ელექტროშოკით შეიარაღებული ადამიანები", - განაცხადა ჟურნალისტმა.