ნანუკა ჟორჟოლიანი: „ცოტათი საეჭვოა, ნოშიკო ნამორაძე იქ ყოფილიყო...“

Image

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საეჭვოა, პოლიციას აღიარებით ჩაბარებული ნოშრევან ნამორაძე დავით კოდუაზე თავდამსხმელი ყოფილიყო. განცხადება მან "კურიერში" ჩართვის დროს გააკეთა,

 

„დავით კოდუასთან სახლში ნოშიკო ნამორაძე არაერთხელ არის ნამყოფი, ამიტომ ძიძა მას აუცილებლად იცნობდა“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა და დაამატა, რომ უამრავი თვითმხილველი არსებობს იმისა, რომ ეს იყო ჯგუფური თავდასხმა.

 

ნანუკა ჟორჟოლიანმა ასევე განაცხადა, რომ როგორც შსს-ს ყოფილმა ოპერატიულმა მუშაკმა, ერეკლე კოდუამ სთხოვა, მისი მეშვეობით მიაწოდოს შსს-ს აბაშიძის ქუჩაზე მდებარე იმ რვა სათვალთვალო კამერის სქემა, რომლებსაც შეეძლო მომხდარი თავდასხმა გადაეღო.

 

„თავდასხმა მოხდა შუა ბაშიძეზე, დღისით-მზისით, სადაც ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან და გამოდის, რომ ნოშიკო ნამორაძე რომ არ ჩაბარებულიყო, შსს-მ ეს რვა კამერაც ვერ იპოვა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ქალაქში დაიწყება ორმხრივი სროლები, რადგან ქუჩაში დადიან შავებში, ერთნაირ ტანსაცმელში ჩაცმული, ელექტროშოკით შეიარაღებული ადამიანები.

 

დავით კოდუას დღეს თავს დაესხნენ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. არავის ეგონოს, რომ მე ამ თემით დღეს ვსპეკულირებ ან ვინმესთვის გულის აჩუყებას ვცდილობ, მაგრამ თუ ეს ასე გაგრძელდება, ეს არის ეშმაკის ბორბალი და მასზე ჩვენ ვიტრიალებთ დაუსრულებლად, რაც ძალიან ცუდი იქნება ჩვენი შვილების მომავლისთვის“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?