მარტვილის 65-ე საუბნო-საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრებზე ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს

Image

რამდენიმე დღის წინ „აფხაზეთის ხმას“ მიაწოდეს ვიდეო, სადაც ასახული იყო, თუ როგორ ახდენს ზეწოლას  მარტვილის #65-ე საუბნო-საარჩევნო ოლქის კომისიის წევრ ნინო დანელიაზე  კოალიცია „ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან სურმავა.

 

„აფხაზეთის ხმა“ ადგილზე გაეცნო ვითარებას. ჩვენთან საუბარში #65-ე საუბნო საარჩევნო ოლქის კომისიის წევრმა ნინო დანელიამ უარყო მასზე რაიმე ზეწოლის ფაქტი. მისი თქმით, ის რაც ვიდეოში ჩანს, მხოლოდ საუბარი იყო, პარტიის წარმომადგენლის მხრიდან დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ასევე, მისი (ლევან სურმავას) აზრის მოსმენა თუ რომელ პირს (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი) უფრო კომპეტენტურად მიიჩნევს იგი.

 

ზეწოლის ფაქტს უარყობს კოალიცია „ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან სურმავაც.

 

„არანაირი ზეწოლა ოლქის წარმომადგენელ ნინო დანელიასთან არ ყოფილა.  ეს იყო საუბარი. ფურცელზე, რომელიც ვიდეოზე ჩანს, ჩამოწერილია საუბნო საარჩევნო კომისიის სავარაუდო წევრები, რომელზეც ნინოს ვეკითხები, თუ რა ნიშნით შეარჩიეს კანდიდატები და რითი სჯობია ერთი მეორეს, ვუფიქსირებ ჩემს აზრს, რომელი უფრო კომპეტენტურია საარჩევნო საკითხებში და ა.შ.“, - ამბობს სურმავა. 

 

თუმცა, ზეწოლის ფაქტებს არ უარყობს მარტვილის #65-ე ოლქის კომისიის თავმჯდომარე გია ბართაია, რომელიც „აფხაზეთის ხმასთან“  ამბობს, რომ პირადად მასზე ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა საოლქო კომისიის წევრების მიმართ მსგავსი ფაქტები მოხდა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?