-
2014-05-03 18:43
"თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე კიდევ ერთხელ ეხმიანება მთავრობის მიერ დასვენების დღედ 1 მაისის გამოცხადების იდეას და წერს, რომ ეს "სირობაა", ამასთან, აზუსტებს, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ეს დღე საბჭოთა დღესასწაულია თუ საერთაშორისო დღე.
"როგორც იცით, მთავრობამ შესაძლოა, გადაწყვიტოს 1 მაისის დღესასწაულად გამოცხადება. მე ვთვლი, რომ ეს სირობაა და საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა...
ზოგიერთის კომენტარი იყო - 1 მაისი არ იყო საბჭოთა დღესასწაული, საერთაშორისო დღე არისო. სირების დღე საბჭოთა იქნება თუ საერთაშორისო - რა განსხვავებაა", - წერს კახა ბენდუქიძე.