
სავარაუდოდ, თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ აბაშიძის 52-თან და მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.
ამას ისიც მიანიშნებს, რომ თავდამსხმელთაგან ერთერთი, რომელსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და დავით ვეკუას შვილის ძიძას ემუქრებოდა, უნიღბოდ იყო - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმაც დაწერა.
თავდასხმა დავით კოდუაზე დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა, როცა ის სილამაზის სალონში იმყოფებოდა და შვილს ელოდებოდა, რომელიც თმას იჭრიდა. წინასწარი ინფორმაციით, ბიზნესმენს ტელეფონზე დაუკავშირდნენ და გარეთ გასვლა სთხოვეს, რის შემდეგაც მას ოთხი ადამიანი დაესხა თავს, ელექტროშოკით გათიშა და სასტიკად სცემა.
დავით კოდუა ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. მას შემდგომი მკურნალობა ესაჭიროება.
ექიმის განცხადებით, კოდუას აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი ზედაპირული ტრავმები სახისა და თავის მიდამოში.