
დღეს უცნობი პირების მიერ სასტიკად ნაცემი ბიზნესმენის დავით კოდუას (ერეკლე კოდუას ძმის) მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ბიზნესმენი რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება და როგორც „აფხაზეთის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, ექიმები ახლობლებს მის საზღვარგარეთ წაყვანას ურჩევენ, რათა მკურნალობის სრულყოფილი კურსი ჩაუტარდეს.
შეგახსენებთ, დავით კოდუას, რომელიც აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში შვილთან ერთად იმყოფებოდა, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ოთხი ნიღბიანი დაესხა თავს, რომლებმაც ის ჯერ ელექტროშოკებით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს.