
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“ ერეკლე კოდუას ძმის, დავით კუდუას ცემის დეტალებზე წერს და აღნიშნავს, რომ უცნობმა პირმა მას ტელეფონზე დაურეკა, როცა 4 წლის ბავშვი თმის Sესაჭრელად სალონში ჰყავდა წაყვანილი, მერე კი ოთხმა ნიღბიანმა ჯერ ელექტროშოკით გათისა და შემდეგ სცემა.
„დღეს, დღის 15:00 საათისთვის, აბაშიძეზე, დათო კოდუამ ( ერეკლეს ძმამ) სალონში წაიყვანა 4 წლის ბავშვი თმების შესაჭრელად. მას ტელეფონზე დაურეკეს, გარეთ გავიდა და შუა ბარნოვზე თავს დაესხა 4 ნიღბიანი შეიარაღებული პირები. გათიშეს ელექტროშოკებით და შემდეგ ცემეს!
ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის რეანიმაციულში გადაიყვანეს! ინფორმაციის მედიაში გავრცელება მალევე დაიწყო შსს-მ!
ან უნდა დავიჯეროთ რომ დათო კოდუას საცემად ინაპლანეტელები ჩამოვიდნენ ან შსსმ უნდა აღიაროს, რომ შუა ქალაქში თავისუფლად გადაადგილდება შეიარაღებული ბანდფორმირება და ჭიკაიძე კრიმინალურ ვითარებას ვერ აკონტროლებს!!!! არის მესამე ვერსიაც.....!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.