
ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა უცნობმა პირებმა სცემეს, რის შემდეგაც ის რკინიგზის საავადმყოფოში მოხვდა.
ამჟამად საავადმყოფოს ეზოში ახლობლები არიან შეკრებილი. დავით კოდუას პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს.
ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ბიზნესმენს თავს დაესხნენ. თავდასხმა აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. როგორც პორტალი "კვირა" წერს, კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან“ გამოდიოდა, როდესაც დაუდგენელი პირები მას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, დავით კოდუა შვილთან ერთად იყო, მას თავს ექვსი ნიღბიანი, ელექტროშოკებით შეიარაღებული პირი დაესხა და სასტიკად სცემა.
შსს-ში აცხადებენ, რომ დავით კოდუას ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.