
პორტალი "კვირა" ექსკლუზიურად იტყობინება, რომ უკვე მესამე დღეა, თბილისში 14 წლის ანა კალანდიას ეძებენ.
გამოცემის ინფორმაციით, ისნის რაიონში 14 წლის ანა კალანდია დაიკარგა. როგორც „კვირას“ მოზარდის დედამ ნანა რურუამ განუცხადა, მისი შვილი 30 აპრილს 139-ე საჯარო სკოლაში დეიდამ მიიყვანა, თუმცა, ბავშვი სკოლის შენობაში არ შესულა.
ოჯახმა მოზარდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს იმავე დღეს შეატყობინა.