ოქრუაშვილი: „გირგვლინის, სააკაშვილის სხვადასხვა საქმეზე, „რუსთავი-2“-ის საქმეზე დამკითხეს“

Image

„პროკურატურაში ბევრჯერ ვიყავი, ძალიან ბევრჯერ ისეც ვიყავი მისული, რომ ჟურნალისტებმა ვერ შემამჩნიეს. ჩემი ახლობლები რომ მეკითხებოდნენ, რაზე დადიხარო, ვეუბნებოდი, სტაჟირებაზე დავდივარ-მეთქი“, -

 

განაცხადა საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა „პოზიციაში“, როცა წამყვანი პროკურატურაში მისი ხშირი ვიზიტებით დაინტერესდა.

 

ირაკლი ოქრუაშვილმა წინასწარ დაანონსებული „გეგმა ბ“-ც გაახმიანა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გორის მერობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე საბოლოო უარი მიიღო, გადაწყვიტა, რომ მისი გუნდი მერობის კანდიდატად გორში კახა ერგემლიძეს წარადგენს, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, ვიცე-მერად ირაკლი ოქრუაშვილს დანიშნავს.

 

ოქრუაშვილის თქმით, პროკურატურაში ჩვენება რამდენიმე საკითხზე, მოწმის სტატუსით მისცა. საქმეების ჩამონათვალში ირაკლი ოქრუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემული რამდენიმე ჩვენებაც ახსენა და წამყვანის შეკითხვაზე, მისცა თუ არა ხმა სააკაშვილის წინააღმდეგ, უპასუხა: „ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი?“, ხოლო შემდეგ სააკაშვილთან მისი დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა:

 

„არავის გაუკვირდეს, რომ მე მასთან ჩემი ანგარიშები მაქვს. ჩვენ არა ვართ „კაი ბიჭები“, ვართ სხვადასხვა გზით მიმავალი ადამიანები და ის მეტია ჩემთვის, ვიდრე მოწინააღმდეგე.

 

ყველას მოსდის ერთი და იგივე შეცდომა: გამოდიან და იწყებენ იმაზე საუბარს, რა ხდებოდა შიგნით, ვის დაიჭერენ, ვის დაკითხავენ და ასე შემდეგ. მე არ ვარ ის პირი, რომ თუნდაც სააკაშვილის გასაგონად ვისაუბრო, რაზე ვისაუბრე მე მოწმის სტატუსით დაკითხვის დროს“, - თქვა თავდაცვის ექსმინისტრმა, ხოლო „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა:

 

„ამ თემაზე, ასე ვთქვათ, სუბიექტური დაინტერესება არსებობს, რადგან მე ამ ტელევიზიის „სათავესთან“ თავის დროზე ვიყავი და შეიძლება დელიკატური თემა იყოს ჩემთვის“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?