-
2014-05-03 01:38
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" წამყვანს ინგა გრიგოლიას ჯონდი ბაღათურიამ დისკზე ჩაწერილი ვიდეოს ეთერში გაშვება სთხოვა იმის საილუსტრაციოდ, როგორ იქცევიან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ქვეყნებში, სადაც მათ "პრივილეგირებულ მდგომარეობას კანონი ანიჭებთ"
ბაღათურიამ გადაცემის წამყვანისგან დასაბუთებული უარი მიიღო: ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ვერ გაუშვებდა პირდაპირ ეთერში კადრებს, რომლებიც მას წინასწარ არ ჰქონდა ნანახი.
როგორც გაირკვა, ჯონდი ბაღათურია ითხოვდა, ეთერში გასულიყო არგენტინაში2013 წელს მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ იცავენ საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას არგენტინელი კათოლიკე მამაკაცები ფემინისტთა აქციის მონაწილეებისგან, რომელთა უმრავლესობა წელსზევით შიშველია და უხამსად იქცევა.
ჯონდი ბაღათურის განხადებით, "საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საით მიჰყავს ის ხელისუფლებას". "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ჯონდი ბაღათურიამ "რეაქციის" სტუდიაში მიიტანა.