
რუსეთის საზოგადოებრივი არხის დირექტოირმა კონსტანტინ ერნსტმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა - ამის შესახებ იუწყება წყარო ტელეკომპანიის ხელმძღვანელობიდან, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.
30 აპრილს, საღამოს, „პირველი არხის“ გენერალურ დირექტორს ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა ალექსეი მილერსა და ვლადიმერ პუტინთან, რის შემდეგაც სახლში გაღიზიანებული დაბრუნდა და საკუთარ კაბინეტში ჩაიკეტა.
მალევე, მისმა თანამცხოვრებმა ლარისა სინელშიკოვამ გასროლის ხმა გაიგო. კონსტანტინ ლვოვიჩი ჰოსპიტალიზირებულია ფედერალურ სახელმწიფო-საბიუჯეტო დაწესებულება „კლინიკურ საავადმყოფოში“, მას ცეცხლსასროლი იარაღით ენასა და ლოყაზე მიყენებული აქვს ჭრილობა და უგონოდ იმყოფება. „პირველი არხის“ პრესსამსახური და ექიმები უარს აცხადებენ მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე.