-
2014-05-02 23:01
„იმედის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ არანაირი საფრთხე ანტიდისკრიმინაციულ კანონში არ არსებობს და იგი განზრახ არასწორადაა განმარტებული.
„ყველაზე ბრძენი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიარქი გვყავს, ის სიყვარულით ლაპარაკობს და არა კატეგორიულობით, ამიტომ აქციის მონაწილეებმაც მას უნდა მიჰბაძონ. პატრიარქს არ აქვს კატეგორიული პოზიცია, მას სურს მეტი დრო და საჯაროობა ამ კანონის განხილვისთვის, რასაც მეც ვეთანხმები.“
ბესელიამ ასევე დაამატა, რომ არანაირი ცოდვა აღნიშნული კანონით არ კანონდება და მასში არც პროპაგანდაზე თუ პრივილეგიების მინიჭებაზეა საუბარი.
„კანონში ჩვენ ჩავწერეთ, რომ გამომწვევი სექსუალური ქმედების ჩამდენი ადამიანი, რომელიც, მაგალითად, შიშველი ირბენს, აუცილებლად დაისჯება და მისი უფლებებიც შეიზღუდება“ - განმარტა ბესელიამ, ხოლო ბაღათურიას შეკითხვაზე, მიიჩნევა თუ არა კანონმდებლობის მიხედვით განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია ნორმიდან გადახრად, ბესელიამ უპასუხა, რომ კანონი არ აკეთებს მორალურ შეფასებებს.