ჟურნალისტმა კობერიძემ „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით გამოწვეული შიშის საფუძველი არ არსებობს და ამ შიშის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ხალხს საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია სექსუალური უმცირესობის შესახებ:
”ირაციონალური შიშიდან გამომდინარე, ბევრ ადამიანს არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს ლგბტ პირების მიმართ, ამიტომ მე მიხარია ამ კანონის მიღება და იმედი მაქვს, რომ ეს მოვლენა საზოგადოების შესაფერ ინფორმირებას უზრუნველყოფს.“, - განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში.