
„ჩვენ არავის ჩაგვრას არ ვემხრობით განსხვავებული ორიენტაციის გამო, მაგრამ დაუშვებელია მათი პრივილეგიურ მდგომარეობაში ჩაყენება“ - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ „რეაქციაში“.
მან კანონის ორი მთავარი ხარვეზი დაასახელა, რომელიც, მისი აზრით, არსებობს:
„პირველი მუხლის მიხედვით სექსუალური უმცირესობა ნორმადაა აღიარებული და განსხვავება ჩვენსა და მათ შორის მხოლოდ რაოდენობაშია. ჰომოსექსუალიზმი არის ანომალია, მსოფლიო საზოგადოების უმრავლესობა ასე მიიჩნევს. მეორე ხარვეზი კი არის ის, რომ უმრავლესობის ინტერესები არაა დაცული“, - განაცხადა ბაღათურიამ „იმედის“ ეთერში.