ირაკლი ტაბლიაშვილი: „კრებით კიტოვანთა“ ახმამაღლებისა და გათამამების მიზეზი რუსეთია

Image

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოში რუსეთის პოლიტიკის მომხრეთა გააქტიურებაზე წერს და იმ მიზეზებს ასახელებს, რომლებმაც მათი და, ზოგადად, რუსეთის გააქტიურება და გათამამება გამოიწვია.

 

„ვისაც ყური აქვს, ისმინოს - ივნისში ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, სექტემბერში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დააფიქსირებს ჩვენ პროგრესს - მივიღებთ MAP - ს, ან სხვა, ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერს... 2015 წლის მაისში, დადებითად გადაწყდება საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი, 2016 წლის იანვრიდან, გვექნება შესაძლებლობა, უვიზოდ ვიმგზავროთ შენგენის ზონაში. 2015 წლიდან საქართველო მიუერთდება ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებს... მნიშვნელოვანი სიახლე კი ისაა, რომ ნატო დამატებით განიხილავს საქართველოში თავდაცვის ზღუდეების შექმნის საკითხს.

 

აი, ესაა იმის მთავარი მიზეზი, რომ გააქტიურდა რუსეთი და გააქტიურა მისი მომხრეები - მოქალაქეები, რომლებიც ძალიან კარგადაც ნიღბავდნენ თავს წლების განმავლობაში - ვინ ადამიანის უფლებებს იცავდა, ვინ მუხლმოდრეკილი ლოცულობდა... ვინ ჩაგრული და მარტვილი იყო... მხოლოდ მიღებულმა თავისუფლებამ როდი გააქტიურა ეს მოქალაქეები - მხოლოდ მარწუხებისგან თავის დახსნამ და გარემომ, რომლის შექმნისთვისაც ისინი, როგორც ამბობდნენ, იბრძოდნენ...

 

ამგვარი მოქალაქეების გააქტიურების მიზეზი მიღებული თავისუფლება ყველაზე ნაკლებადაა - კრებით კიტოვანთა ახმამაღლების მიზეზი არც უპასუხისმგებლობაა, რომელსაც ისინი ყოველთვის უჩიოდნენ ... რუსეთია მათი გათამამების მიზეზიც, საბაბიც, შედეგიც... ის ხილული და უხილავი ძაფები, რომლებიც სულ ჰქონდათ გაბმული რუსეთთან ისე, რომ, შესაძლოა, ერთხელაც არ გაუსეირნიათ წითელ მოედანზე...

 

და ბოლოს - ზოგი ამგვარი პირი დღესაც ოსტატურად ნიღბავს საკუთარ თავს... ამბობს, რომ რუსეთი სძაგს და დასავლეთი სურს... მათი რესურსის გამოყენების გარეშეც შეიძლება ვნებათაღელვის შექმნა ერთ კანონთან დაკავშირებით... ისინი - კარგად შენიღბულები - ოქროს თადარიგში არიან - სხვა კანონებიც მისაღებია...

 

სხვა გადაწყვეტილებებიც არის დღის წესრიგში... ხვალ, დღეს რომ მოგწონთ და ეთანხმებით, იმგვარი მოქალაქეები გამოვლენ და იტყვიან საწინააღმდეგოს "ნატო-ზე"... მერე ევროკავშირზე... მერე ვიზებზე... მერე ევროპასთან ვაჭრობაზე... მერე ანტისარაკეტო სისტემაზე და ა.შ...

 

წინ დიდი გზაა ევროპამდე!!!“, - წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?