
სლავიანსკთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სეპარატისტებმა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ვერტმფრენი "მი-24" ჩამოაგდეს.
ვარტმფრენის პილოტი გადარჩა, მეორე ვერტმფრენი კი, რომელიც ასევე მონაწილეობდა სპეცოპერაციაში, ბაზაზე დაბრუნდა.
ამის მიუხედავად, სლავიანსკში სპეცოპერაცია უკრაინის შსს-მ წარმატებით დაასრულა - ამჯერად ქალაქს უკრაინელი ძალოვნები აკონტროლებენ, სეპარატისტთა ათივე ბლოკპოსტი აღებულია, აიყვანეს "ბოევიკები".