
როგორც „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გამოხატულმა აგრესიამ შესაძლოა, მასშტაბური დაძაბულობა გამოიწვიოს.
„ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცემა-ტყეპა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რასაც არსებულმა ხელისუფლებამ აშკარად შეუწყო ხელი.
ეს მოვლენები ევროპულ რეკომენდაციაზე უკვე უარის თქმაა, უარესიც - გამოდის, თუ „ნაციონალი“ ხარ, ესე იგი, შენი ცემა შეიძლება, ანუ ქვეყანაში დაკანონდა განწყობა, რომ „ნაციონალები“ ცუდები არიან და მათ მიმართ ძალადობა პრობლემა არაა.
ასე შეიძლება სერიოზულ დაძაბულობამდე მივიდეთ, რომლის მასშტაბები უფრო დიდი იქნება“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
„ვერსია“