-
2014-10-06 11:20
პარლამენტში დღეს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერაშვილს უკვე მეორედ მოუსმენენ.
მათთან შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში გაიმართება.თავდაპირველად მათი წარდგენა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოხდა.
კანდიდატებმა საპარლამენტო კომიტეტებში მხარდაჭერა მიიღო, თუმცა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას, მხარი აღარ დაუჭირეს .
უმრავლესობის წევრებმა, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატების მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს, აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ პირებს არ იცნობდნენ და მათთან დაკავშირებით ერთიანი, შეჯერებული პოზიცია არ არსებობდა.