
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ის და მიხეილ სააკაშვილი პენსილვანიაში მცხოვრებ ქართველებს შეეხვდნენ.
„სააკაშვილს ნიუ-იორკში შევხვდი. ის მშვენიერ განწყობაზეა, ენერგიულად არის. ორი დღე მასთან სახლში მომიწია ცხოვრება.
მქონდა შეხვედრა პენსილვანიაში ქართულ დიასპორასთან, სადაც ქართველებს ვენახი აქვთ ჩაყრილი, ქვევრი აქვთ. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. ექსპრეზიდენტთან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ვისაუბრე. საერთაშორისო გარემოზე, უკრაინის პრობლემატიკაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ისე მიჰყავს საქმე, რომ ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესით ოპონირების საშუალება სულ უფრო და უფრო ნაკლებად რჩება.
საპროტესტო აქციები პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, რაც არ მოგწონს ქვეყანაში უნდა გამოხვიდე და გააპროტესტო, დანარჩენი კი საზოგადოების გადასაწყვეტია არჩევნების გზით“, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
„ახალი თაობა“