
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშის განხილვა საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით მიმდინარეობს. ევროპელი პოლიტიკოსები მთავრობას ძირითადად ოპონენტებზე ზემოქმედებისა და დევნისათვის აკრიტიკებენ, თუმცა გამოსვლებში ხელისუფლების წარმატებულ ცვლილებებსაც აღნიშნავენ.
მონიტორინგის კომიტეტის მიერ წარდგენილ რეზოლუციის ტექსტს ყველა გამომსვლელმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მომხსენებელთა უმეტესობა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებით; ითქვა, რომ არსებობს ოპოზიციის ლიდერებზე ზემოქმედების კონკრეტული ფაქტები. ერთ-ერთმა გამომსვლელმა კი ქვეყანაში არსებული ვითარება იანუკოვიჩის რეჟიმს შეადარა.
"რუსთავი-2", ვიდეო ამ ბმულზე