
"ეს თემა არ არის აქტუალური, თუ ვინ უნდა წავიდეს დავოსში, მე ვფიქრობ, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე უნდა წავიდეს პრემიერ-მინისტრი“, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თქვენ იცით, რომ მთავრობის მეთაური გახლავთ პრემიერ-მინისტრი და იმ საკითხებიდან გამომდინარე, რომლებიც დავოსში იქნება განხილული, ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის იქ ყოფნა", - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ქვეყანაში უფრო საინტერესო თემები არსებობს, ვიდრე იმაზე მსჯელობაა, თუ ვინ წავა დავოსში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ, კლაუს შვაბმა გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძემ კი განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია.