
დამოუკიდებელი დეპუტატი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენება არც ისე ადვილია.
„ვერც გადამაყენებენ, იმიტომ, რომ ეს პოსტი ჩემთვის ლევან ბერძენიშვილს არ მოუცია, რომელიც დილით სხვა რამეს ამბობს და საღამოს სხვას.
მარტის ამინდივით იცვლის ჭკუას. 2011 წლის 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა წერილი, პოლიტიკაში მოვდივარო.
იმავე წლის 8 ოქტომბერს სააგენტო „პირWელთან“ საუბარში ლევან ბერძენიშვილმა საინტერესო განცხადება გააკეთა. ის აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის აგენტი.
ასევე წავიკითხოთ 2011 წლის 10 ოქტომბრის „რეზონანსში“ გამოქვეყნებული პაატა ზაქარეიშვილის ინტერვიუ.
მაშინ ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი ამბობდა, რომ ყოფილი პრემიერი პუტინის მიერ შემოგდებული კაცია და ისტორიას ვერ შეცვლისო.
ლევან ბერძენიშვილი ჩემზე როგორ ამბობს, არასაიმედო კაციაო? სანამ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ წერილს გამოაქვეყნებდა. მე ვთქვი, რომ ის შეცვლიდა საქართველოს ისტორიას“, - აცხადებს დუმბაძე.
„ახალი თაობა“