-
2014-09-29 21:39
დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტი წავა თუ პრემიერ-მინისტრი, კვლავ დავის საგანია.
საკითხზე კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს გიორგი მარგველაშვილი.
„დავოსდი, რა დავოსი? დავოსზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვას წავა თუ არა 2015 წლის იანვაში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში ყოველი წლის დასაწყისში იმართება.
წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო , 2013 წელს კი – ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.