
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქში" სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პრემიერმა აშშ-ში ჩამოთვალა წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული რეფორმების შედეგები და არცერთი სიტყვა არ უთქვამს ამ რეფორმების რეალურ ავტორებზე.
ზურაბ ჯაფარიძემ სტატუსს მისი პოზიციის დამადასტურებელი ბმულებიც დაურთო:
პრემიერის სიტყვა Open Government Partnership-ის შეხვედრაზე ნიუ იორკში:
"ჩვენ ქვეყანას აქვს ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტები, რომლებიც ეხება სახელმწიფო შესყიდვებს, საჯარო ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდებას";
"ჩვენმა ინიციატივებმა დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია და მაღალი შეფასებაც მიიღო, მათ შორის გაეროს ჯილდოების სახით";
"ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია სათემო ცენტრები, ეს არის სოფლის განვითარების კრეატიული გზა, რომლის მიზანია ... ერთი ფანჯრის პრინციპით სახელმწიფო მომსახურების მიწოდება";
"ჩვენმა მთავრობამ მიაღწია იმას, რომ უპრეცედენტოდ მაღალია ღიაობისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის დონე";
არც ერთი სიტყვა ამ ყველაფრის რეალურ შემოქმედზე - წინა მთავრობაზე. აქ შეგიძლიათ ნახოთ 2012 წლის სიუჟეტები გაეროს ჯილდოებზე:
https://www.youtube.com/watch?v=KvCoiIuUsY4&app=desktop
https://www.youtube.com/watch?v=7t2XGym3igY&app=desktop
აქ შეგიძლიათ ნახოთ 2011 წლის სიუჟეტები სოფლის სახლებზე (იგივე სათემო ცენტრები):
https://www.youtube.com/watch?v=gVpJt8r1wzI
https://www.youtube.com/watch?v=8ZNkHR7Ek6M
Giorgi Vashadze შენ მოგიკვდი მე...", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.