-
2014-09-26 11:36
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე „ვერსიას“ იმ მიზეზებზე ესაუბრება, რის გამოც, შესაძლოა, ოპოზიციაში წავიდეს.
„იპოთეკარების თემაზე მორატორიუმი და ჩემთვის შანსის მოცემა ვითხოვე, რათა რაღაც ინიციატივები დამემუშავებინა.
ჩემი პოლიტიკური გუნდი არ მენდო და შანსი არ მომცა. თუმცა, როცა რაღაცაზე უარს გეუბნებიან, ამის გამო გუნდიდან არ უნდა წახვიდე. კინკლაობით საქმე ფუჭდება.
მაგალითსაც მოგიყვანთ: სულ არ მაინტერესებს, ვინ ვისთან ჩხუბობს. მინდა, შეწყალების კომისია გამართულად მუშაობდეს. მქონდა იდეა, ამ კომისიას ხარვეზების დადგენის კომისიის მოვალეობებიც შეეთავსებინა.
შეწყალების კომისიიდან უარი მივიღეთ, მარგველაშვილს კი ბევრი ბერკეტი ჰქონდა, ყველაფერი დადებითი შედეგით დაესრულებინა. რეალურად, კი პოლიტიკური მხარეა, ნაცვლად იმისა, მაკონსოლიდირებელი ფაქტორი იყოს.
იმ აზრსაც ყველა უნდა შეეგუოს, რომ საპარლამენტო მოდელისკენ მივდივართ. მთავრობასთან დაპირისპირებული პრეზიდენტი კი ამ მოდელში არ ჯდება! პრეზიდენტი უმრავლესობასთან შეხვედრი სურვილს თუ გამოთქვამს, სიამოვნებით მივალ და ჩემს კრიტიკულ შენიშვნებს მოვახსენებ - ვფიქრობ, რომ მარგველაშვილი მართალი არ არის!“, - აცხადებს ფოფხაძე.
მისი თქმით, თუ ხელისფულება დემონსტრაციულად არ დააფიქსირებს მისთვის მიუღებელ ღირებულებებს, მაგალითად ქვეყნის საგარეო კურსზე და თუ ჩათვლის, რომ საქართველო არასწორად მიდის, ოპოზიციაში წავა.