-
2014-09-25 11:43
ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია და საქართველო სულ უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას იზიდავს. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებული მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის ჩვენ წამოვიწყეთ ინიციატივები, რომელთა მიზანიცაა რისკების შემცირება და ამონაგების გაზრდა. ფართომასშტაბიან დონეზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების დასაფინანსებლად დაარსდა ახალი საჯარო და კერძო საინვესტიციო ფონდები, რომელთა განკარგულებაშიც მილიარდებია.
მათ შორის არის საქართველოს პარტნიორობის ფონდი, რომელიც ინვესტიცებს ახორციელებს ფართომასშტაბიან საინვესტიციო ინიციატივებსა და სოფლის მეურნეობის მენეჯმენტის ფონდებში, რომლებიც, თავის მხრივ, წარმატებით აფინანსებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.