
აღნიშნულის თაობაზე უმცირესობის წევრმა, გიორგი გაბუნიას გადაცემაში ისაუბრა.
„თვითმფრინავიდან დაიკარგა კანონიერი ქურდი. არსებობს ვერსია, რომ ვიცე-პრემიერი აეროპორტში თავისი ხალხით დახვდა და გააცილა.
თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვა, სად წავიდა? უნდა დასვათ ეს კითხვები და პასუხები მოითხოვოთ.
ლავასოლნი, რომელიც მთელ აჭარას აკონტროლებს, გადმოიყვანეთ სარფის საბაჟოზე, ჩარიეთ არჩევნებში და შემდეგ უკან გადაიყვანეთ.
ასეთი მოქმედება პოლიციას ზოგადად აკნინებს, მათი ბრძოლის უნარს ასუსტებს და იმიტომ გვაქვს ასეთი სიტუაცია.
როდესაც პოლიციას თავში ურტყამდნენ აქტივისტები და ხელისუფლებას ამაზე რეაცია არ ქონდა, მე გაგახსენებთ მელორ ვაჩნაძეს.
როდესაც ნამორაძემ ადამიანი სასიკვდილოდ ცემა, ის გარეთ გამოუშვეს ეს ყველაფერი დაუსჯელობის სინდრომს ქმნის“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.