
ექსპერტი მამუკა არეშიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ზვიად ჯანყარაშვილის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება.
„მხოლოდ ერთხელ შევხვდი ჯანყარაშვილს და ხაზს ვუსვამ, ის ითვლება ძალიან კარგ ორგანიზატორად.
რთულია იმ პარტიის მშენებლობა, რომლის ფუნდამენტიც არასწორადაა ჩაყრილი.
მით უფრო, როცა ამ პარტიის წევრ ლიდერს თავისი ინტერესები აქვს და ამდენი ხნის განმავლობაში დაკავებული იყო თავისი ხალხის თანამდებობებზე გადანაწილების პროცესით.
საკმარისია შეეხო ამ ხალხს, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრი ჰქვია და დაიწყება საშინელი შიდა დაპირისპირება, აჭარა და დუმბაძის ისტორია ამის ნათელი მაგალითია.
ჯანყარაშვილს გაუჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას შეძლებს და გააკეთებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატებში ჯანყარაშვილის სახელმა შეშფოთება რომ გამოიწვია, ეს ფაქტია, მათთვის მოულოდნელი იყო ირაკლი ღარიბაშვილის ეს ნაბიჯი.
ეს სვლა ზუსტად იმაზეა გათვლილი, რომ პარტიაში ისეთი კაცია, რომელიც არ შეეპუება არაფერს. ეს არის ეფექტური ჩანაფიქრი, თუმცა ამის რეალიზება უაღრესად რთული იქნება. ღმერთმა ხელი მოუმართოს ზვიად ჯანყარაშვილს ამ საქმეში“, - აცხადებს ექსპერტი.
„ალია“